Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის №352/02-01,  07.12.2023  ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7 „ფაკულტეტის სტუდენტთაგან  (ბაკალავრიატი -მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ საფუძველზე ვბრძანებ:
 

1. 2023-2024  სასწავლო  წლის  შემოდგომის სემესტრის  საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით (№352/02-01,  07.12.2023)  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გამოყოფილი  თანხა (37 714 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის;

2.  საუნივერსიტეტო  დაფინანსებისთვის  კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სოციალურ  და პოლიტიკურ  მეცნიერებათა   ფაკულტეტის  სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა)  საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესის შესაბამისად (იხ. დანართი);

3.  დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა   განახორციელოს ფაკულტეტის  საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

                ა) მანანა შამილიშვილი – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

                ბ)  სანდრო ტაბატაძე -  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, თავმჯდომარის მოადგილე

                გ) ელენე გელაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი

                დ) გიორგი გოგსაძე – პროფესორი

                ე) იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი

                ვ) მედეა უშარაული – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი  სპეციალისტი, კომისიის მდივანი

                ზ) თეა ვახანია - ფინანსური კონსულტანტი

4.   დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტისა  და  სხვა  ტიპის გრანტით სრული  დაფინანსების მქონე და დამატებითი სემესტრის სტუდენტს;

5.  დაფინანსებისთვის სტუდენტთა  საბუთები  მიიღება   ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: social@tsu.ge

6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა (მაგისტრატურის განყოფილება უზრუნველყოს       დაინტერესებულ   პირთათვის   ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე  განთავსება.

7. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.